ახალგაზრდა მეცნიერს მალხაზ ჩიტაიას საჯარო მმართველობის დოქტორის ხარისხი მიენიჭა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მოწვეულ სპეციალისტს ყველასთვის ცნობილ და სტუდენტების რჩეულ ლექტორს მალხაზ ჩიტაიას  საჯარო მმართველობის  დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

აწ უკვე დოქტორმა მალხაზ ჩიტაიამ  2017 წლის 22 ივლისს  სტუ-ს ბიზნეს-ტექნოლოგიების  ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წინაშე წარმოადგინა თემა: ,,მდგრადი განვითარება – საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საფუძველი“ .

სადისერტაციო თემის საჯარო დაცვას ესწრებოდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გაბელია და  სხვადასხვა სპეციალობის პროფესორები და მეცნიერ-თანამშრომლები.

სადისერტაციო თემის საჯარო განხილვა მეტად საინტერესოდ წარიმართა, საკვლევი თემის ირგვლივ დოქტორანტის მიერ შემოთავაზებულმა რეკომენდაციებმა და წინადადებებმა ერთობ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც სადისერტაციო კომისიის წევრებს შორის, ასევე დამსწრე საზოგადოებაში.

დოქტორანტმა მალხაზ ჩიტაიამ უმაღლესი შეფასება მიიღო კომისიის მიერ და ერთხმად მიენიჭა საჯარო მმართველობის დოქტორის ხარისხი.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი  პროფესორი ირაკლი გაბისონია ულოცავს მალხაზ ჩიტაიას დოქტორის ხარისხის მინიჭებას, მოხარულია რომ წარმატებულად წარსდგა  სადისერტაციო  საბჭოს  წინაშე. დარწმუნებულია რომ ისევე ღირსეულად გააგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას როგორ ღირსეულადაც მოიპოვა დოქტორის ხარისხი.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის  პროფესორის ირაკლი გაბისონიას მილოცვას უერთდება დეკანის მოადგილე პროფესორი ჯემალ გაბელია და ფაკულტეტის ყველა მეცნიერ-თანამშრომელი. ფაკულტეტის ადმინისტრაცია ამაყობს მალხაზ ჩიტაიას მსგავსი ახალგაზრდა დოქტორებით, რომლებიც ახორციელებენ პედაგოგიურ საქმიანობას იმ მიზნით, რომ აღზარდონ საკუთარი პროფესიის მოყვარული და წარმატებული იურისტები. მოხარულნი არიან რომ ისინი ერთობლივად გააგრძელებენ სამეცნიერო მოღვაწეობას.

Posted in Uncategorized.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *