გაცვლითი პროგრამები

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებული  ჩინეთის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  სამართლის მაგისტრატურის კურსდამთავრებული გვანცა ძნელაძე 2017 წლის სექტემბერში ჩაირიცხა ჩინეთის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე "Doctor of Juridical Science S.J.D Program" მოიპოვა უნივერსიტეტის სრული დაფინანსება.  აღნიშნული დაფინანსება მსოფლიოს მაშტაბით სულ სამმა სტუდენტმა მიპოვა. სადოქტორო თემას წერს თემაზე "The impact of international investment law on the legal framework of Georgia and foreign investors' rights.

გვანცა ასევე, სწავლობდა ჩინეთის, ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში Renmin University of China სამაგისტრო პროგრამაზე-Master of National Economics of China. მონაწილეობა აქვს მიღებული  არაერთ სასერთიფიკატო სალექციო კურსში, რომელიც ორგანიზებული იყო თავისუფალ უნივერსიტეტში, მათ შორის, National Centre for Commercial law "International Business Transactions" მოპოვებული აქვს ჩინეთის მთავრობის სრული სტეპენდია, კერძოდ კომერციის სამინისტროსი MOFCOM scholarship, იგი წარმოადგენდა ერთადერთ დაფინანსებულ სტუდენტს საქართველოდან.  სამაგისტრო თემა დაიცვა თემაზე "chinas outward foreign direct investment in Georgia " და აიღო წითელი დიპლომი; პეკინში ყოფნისას სტაჟირებას გადიოდა უმსხვილეს კომპანიაში China International Economic Cooperation and Investment Inc. საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტში, სადაც  აგრეთვე ჩაატარა სამეცნიერო კვლევა ინგლისურ ენაზე: "international trade process and risk control“, რომელიც ითარგმნა ჩინურად და დაიბეჭდა პუბლიკაციის სახით.

აგრეთვე, ზემოთ აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლისას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კონფერენციებში. მაგალითად, საქართველოს წარმოადგენდა "one belt one road" პროექტის ფარგლებში გამართულ ეკონომიკის სკოლის კონფერენციაზე, სადაც მოხსენება გააკეთა საქართველოში არსებულ საინვესტიციო პოტენციალზე და აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე საქართველოში, ასევე მოხსენებით გამოვიდა ინვესტორებისთვის გამართულ სემინარზე "International Technology transfer & the Belt and Road investment opportunity " რომელიც გაიმართა china council for the promotion of international trade .

კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, საქართველოს საელჩოს ჩინეთში ორგანიზებულ ღონისძიებებში ეს კულტურული საღამები იქნებოდა თუ ეკონომიკური. გვანცა ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულს ენებს, ასევე, ჩინურს.

ჩვენი კურსდამთავრებული Sapienza University of Rome-ში

 

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებული მეგი ჯაფარიძე ჩაირიცხა Sapienza University of Rome-ში სამაგისტრო პროგრამაზე. მან 2017 წელს წარჩინებით დაამთავრა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2013 წელს მიიღო მონაწილეობა USAID-ის საზაფხულო სკოლაში “IFES Democracy and Citizenship”, სადაც წარმოადგენდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.
2014/2015 წელს გახდა ევროკავშირის სტიპენდიანტი და სწავლობდა ტალინის უნივერსიტეტში, ესტონეთში. 2015წელს მიიღო მონაწილეობა ნატოს ახალგაზრდულ სამიტზე.
2016 წელს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ფარგლებში, მონაწილეობა მიიიღო საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში, რომელიც ჩატარადა ჰააგაში, ნიდერლანდები; იმავე წელს მონაწილეობდა „პროაქტივ ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ახალგაზრდა ლიდერთა სამიტზე „ახალგაზრდული გამოწვევები და შესაძლებლობები“, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი; ასევე, მიიღო მონაწილეობა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში თემაზე: საკონსტიტუციო სამართალწარმოება, რომელიც ჩატარდა ქალაქ ბათუმში. 2017 წელს მონაწილეობდა ეროვნულ კლიენტთა კონსულტირების ტრენინგსა და შეჯიბრში, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია შეხვდა მეგი ჯაფარიძეს მიულოცა სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა Sapienza University of Rome-ში და უსურვა შემდგომი წარმატებები.

პროფესორი გიორგი გორაძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში

 

წლის 27 ივნისიდან 7 ივლისამდე სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა ქალაქ ჰააგაში (ნიდერლანდების სამეფო) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის გაცნობის მიზნით.

გიორგი გორაძეს ჰააგაში თან ახლდა სტუდენტთა შვიდკაციანი ჯგუფი. ჯგუფმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში განახორციელა რამდენიმე ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში სასამართლოს მიერ სპეციალურად გამოყოფილმა თანამშრომლებმა ჯგუფს მოუწყვეს დახვედრა და გააცნეს სასამართლოს ისტორია და სპეციფიკა.

ჯგუფს მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა სასამართლოს ცალკეულ ქეისებსა და ტექნიკურ მხარეს სპეციალური აუდიო და ვიდეო გიდის, ასევე ცალკეული ექსპონატების მეშვეობით, რომლებიც გამოფენილი იყო სადემონსტრაციო დარბაზში.

ჯგუფი დაესწრო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლის გრეტა კარბონეს ლექციას, რომელიც ეხებოდა როგორც აღნიშნული სასამართლოს სპეციფიკას და სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეებს. მიმოხილული იქნა პრაქტიკულად ყველა  აქტუალური ქეისი. ქალბატონმა კარბონემ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და ვრცლად ისაუბრა საქართველოს საქმეზე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ზედამხედველობით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოში 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად ჩადენილ სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორიც იყო საქართველო. მომხსენებლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ წარმოადგენს რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყანას და მასზე, როგორც სახელმწიფოზე არ ვრცელდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია, სავარაუდო სამხედრო დანაშაულის ჩადენის ადგილი, რადგანაც იყო საქართველოს ტერიტორია, სამხედრო დანაშაულის დადგენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მაინც დაეკისრებათ მოცემული დანაშაულის ჩამდენ პირებს, მიუხედავად მათი მოქალაქეობრივი კუთვნილებისა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მოცემულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა მისი დასრულების კონკრეტული ვადა უცნობია.

ჯგუფი დაესწრო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე ორ სხვადასხვა პროცესს ორი სხვადასხვა ბრალდებულის მიმართ: 1. კოტ დივუარის ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგო, რომელსაც ბრალად ედება 2010-2011 წლებში კაცობრიობის წინააღმდე მიმართული დანაშაულების ჩადენა (მკვლელობები, გაუპატიურება, თავდასხმა და დევნა); 2. ბოსკო ნტაგანდას – კონგოლეზიური ჯარების/კონგოს განმანთავისუფლებელი პატრიოტთა ძალების შტაბის უფროსის მოადგილე და ოპერაციების ხელმძღვანელი. მას ბრალად ედება კონგოში სამხედრო (მკვლელობა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, გაუპატიურება, სექსუალური მონობა, 15 წლამდე არასრულწლოვანთა ჯარში გაწვევა და სხვა) და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების (მკვლელობა, გაუპატიურება, სექსუალური მონობა, დევნა, მოსახლეობის იძულებით გადაცემა და სხვა) ჩადენა.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი ლორენა შამათავა სტუ-ს ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტთა პრეზიდენტია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და  საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ლორენა შამათავა  სტუ-ს ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტთა პრეზიდენტია. იგი 2017 წელს ჩაირიცხა ლიტვის საუკეთესო უნივერსიტეტში, რომელიც საუკუნოვან ისტორიას ითვლის, ვილნიუსის უნივერსიტეტში (1579 წ.) სამაგისტრო პროგრამაზე “ევროკავშირის ბიზნეს სამართალი”.  მან მიიღო მონაწილეობა ლიტვის სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან მეორე ეტაპზე გადავიდა მხოლოდ 46 აპლიკანტი, ხოლო მათ შორის საუკეთესო შედეგით, პირველ ადგილზე გავიდა.

მნიშვნელოვანია, რომ ლორენა შამათავამ ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარისგან ბ.-ნ ვიქტორას პრანცკიეტისისგან მიიღო მადლობის წერილი, ქართულ ლიტვური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ლიტვური კულტურის საქართველოში პოპულარიზაციისთვის და ახალგაზრდული თანამეგობრობის შექმნისთვის.

2014 წელს ლიტვაში ახალგაზრდა ელჩების სამიტზე საქართველოს წარმომადგენელი იყო, ვიზიტის ფარგლების დროს, პირადად შეხვდა ლიტვის პარლამენტის ტავმჯდომარეს. სამჯერ (2014,2015,2016 წწ.) მოიპოვა ლიტვის სახელმწიფო დაფინანსება და გაემგზავრა ლიტვაში საზაფხულო სკოლებში. 2016 წელს გახდა გერმანული ასოციაციის START Stiftung გამარჯვებული, იმყოფებოდა გერმანიაში სტაჟირებით 2 თვით. ბერლინში “მრავალფეროვნების სკოლის” ტრენერ-ფასილიტატორი. 2015 წელს გახდა გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის MitOst  სტიპენდიანტი და პროექტის “აქტიური მოქალაქეობა” ავტორი და კოორდინატორი. 2016 წელს, მე-2 ადგილი დაიკავა მის მიერ დაწერილმა სიმღერამ “Lietuva-širdis mana”, მუსიკალურ ფესტივალზე. 2014 წელს Theodor Hauss KOleg-გერმანული ორგანიზაციის მიერ კავკასიის რეგიონში განხორციელებული პროგრამის კურსდამთავრებულია.

ფლობს 3 უცხო ენას (ინგლისური, ლიტვური, რუსული) და სექტემბრის თვეში მიწვეულია თარჯიმნების საერთაშორისო სემინარზე.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია ამაყობს ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტების წარმატებებით და მოხარულია, რომ თითოეული სტუდენტი აქტიურად არის ჩართული როგორც სასწავლო ღონისძიებებში,  ასევე სამეცნიერო-შემეცნებით პროგრამებში.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ნიკოლოზ ფიფია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ნიკოლოზ ფიფია 2015-2016 წლებში Erasmus Mundus BACKIS-ის მობილობის ფარგლებში კვლევითი პროგრამის იმყოფებოდა ბასკეთის უნივერსიტეტში (ესპანეთი), სადაც გაიარა პოსტ დოქტორანტურა. კვლევის სფეროს წარმოადგენდა ფუნდამენტური უფლებები და ხელისუფლება. აღნიშნული კვლევის პერიოდში, 2015 წლის 30 ნოემბერს მან ესპანელ პროფესორებთან ერთად internetkonferencia (webinar): ”usafrTxoeba Tavisuflebis winaaRmdeg, monacemTa dacvis perspeqtividan“, san sebastiani (espaneTi) 2015 weliმონაწილეობა მიიღო ინტერნეტკონფერენციაში (webinar) სახელწოდებით „უსაფრთხოება თავისუფლების წინააღმდეგ, მონაცემთა დაცვის პერსპექტივიდან“ (სან სებასტიანი, ესპანეთი).

საქარველოში დაბრუნების შემდეგ ნიკოლოზ ფიფიამ ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის Erasmus Mundus BACKIS-ის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგებს მიუძღვნა რამდენიმე სამეცნიერო სტატია, რომლებიც გამოქვეყნდა სხვადასხვა  საერთაშორისო რეცენზირებად და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში. ნიკოლოზ ფიფიას აქტიურობით და  მხარდაჭერით 2017 წლის თებერვალ-მაისში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მობილობის პროგრამით იმყოფებოდა ბასკეთის უნივერსიტეტის დოქტორანტი დავიდ რუანო დელგადო, რომლის კვლევის სფეროს წარმოადგენდა ადამიანის უფლებები.

ნიკოლოზ ფიფია დღემდე ინარჩუნებს ურთიერთობას ბასკეთის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან. იგი არის ავტორი ერთი მონოგრაფიის და რამდენიმე სამეცნიერო სტატიის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია მიესალმება ფაკულტეტის ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლების მსგავს აქტიურობას და მოუწოდებს სხვებსაც   ენთუზიაზმით ჩაებან სტუ-ს მიერ განხორციელებილ სამეცნიერო კვლევით პროექტებში და  სხვადასხვა სასწავლო გაცვლით პროგრამებში.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ კიკნაძე Erasmus+ ს სტიპენდიანტია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა მარიამ კიკნაძემ არაერთი წარმატება მოიპოვა. მან 2013 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის 24-ე საჯარო სკოლა და ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. 2015/2016 წლის გაზაფხულის სემესტრში Erasmus+ - ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იყოფებოდა ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებების ფაკულტეტზე, კერძოდ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ Middle East Technical University თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტია და მსოფლიოს 85 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის არის შესული. Erasmus+-ს გაცვლითი პროგრამა იყო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და გამოცდილება აღმოჩნდა მის ცხოვრებაში. პირველ რიგში, მან შეიძინა მრავალი მეგობარი და გაეცნო მსოფლიოს კულტურას, ისწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება და სირთულეების გადალახვა. 2017 წლის მარტში სტამბულში მონაწილეობა მიიღო ბილგესამის სტრატეგიული კვლევითი ცენტრის, პირველი ზამთრის საგარეო პოლიტიკურ სკოლაში, (Wise Men Center For Strategic Studies (Bilgesam)Foreign Policy Winter School) . საგარეო პოლიტიკურ სკოლაში მისი ლექტორები იყვნენ თურქეთის ყოფილი ელჩები სირიასა და ერაყში, ალჟირსა და საბერძნეთში. საინტერესო სემინარებს თან ერთვოდა, დისკუსია სადაც 14 ქვეყნის წარმომადგენელი ერთმანეთს უზიარებდა გამოცდილებასა და ხედვებს. ასევე, იმყოფებოდა Kadir Has University, Co-opinion II.Annual Youth Summit "Youth Empowerment: Socio-Economic Inclusion of Young People" 2500 აპლიკანტს შორის აირჩიეს 70 აპლიკანტი და მათ შორის საქართველოდან მხოლოდ მარიამ კიკნაძე იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია მხარს უჭერს სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში. იგი გამოთქვამს  მზადყოფნას  ყველა სტუდენტს მისცეს შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში.

სტუ-ს ასოცირებული პროფესორი გიორგი გორაძე

გიორგი გორაძე − დაიბადა 1974 წლის 6 აგვისტოს ქალაქ ბათუმში. 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელ­მწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ჩაირიცხა ამავე ფაკულტეტის ასპირანტურაში, ხოლო შემდეგ დოქტორან­ტურაში. 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ფედერალიზმის პერსპექტივები ქართულ სინამდვილეში“ და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

გიორგი გორაძე მრავალი წელია არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

2014-2015 წლებში იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო კვლევის მიზნით ოთხი თვის ვადით მივლინებულ იქნა ედინბურგის უნივერსიტეტის (შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი) ბაზაზე არსებულ „კონსტიტუციური ცვლილების შოტლანდიურ ცენტრში“. აღნიშნული ცენტრის  ჩართული იყო  ტერიტორიული პოლიტიკის მკვლევართა ჯგუფში, სადაც მას ურთიერთობა ჰქონდა დარგის ისეთ აღიარებულ მეცნიერებთან, როგორებიც არიან ცენტრის დირექტორი, პროფესორი მაიკლ კიტინგი (Michael Keating) და პროფესორი ნიკოლა მაკივენი (Nicola McEwen). ედინბურგში განხორციელებული კვლევების შედეგად გიორგი გორაძემ გამოაქვეყნა რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაცია, რომლებიც მიუძღვნა დიდ ბრიტანეთში მიმდინარე დევოლუციურ პროცესებს.

 

2015 წლის ივნისში გიორგი გორაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ვორქშოპზე ქალაქ პალერმოში (იტალია), პალერმოს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მიწვევით. ვორქშოპის თემა იყო „იტალიის სასამართლო სისტემა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა“. ვორქშოფი მოიცავდა ვიზიტებს საქალაქო სასამართლოში და პენიტენციურ დაწესებულებაში, აგრეთვე შეხვედრებს მოსამართლეებთან. დელეგატები გაეცვნენ იტალიის სასამართლო სისტემას და პროცესუალურ თავისებურებებს. დაესწრნენ რამდენიმე სასამართლო პროცესს, რომლებზეც იხილებოდა ორგანიზებულ დანაშაულთან (მაფიასთან) დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის, ერთ-ერთე ეხებოდა იტალიური მაფიის ყოფილ ლიდერს სალვატორე (ტოტო) რინას.

გიორგი გორაძეს გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია და მრავალი სამეცნიერო სტატია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე. მისი ინტერესის სფეროს ძირითადად წარმოადგენს კონსტიტუციონალიზმისა და ტერიტორიული მოწყობის პრობლემები.

 

მარიამ ჯიქია, სამართლის დოქტორი, სტუ-ს ასოცირებული პროფესორი.

მარიამ ჯიქიას 2004 წელს დასრულებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 2005 წელს დაასრულა ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსების სპეციალობით. 2005 წელს ასევე დაასრულა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მართვის სამაგსიტრო პროგრამა, ხოლო 2008 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ დოქტორანტურის წარმატებით დასრულების შემდგომ მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი.

 

2009 წლიდან დღემდე მარიამ ჯიქია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებში, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. 2011-2012 წლებში მიწვეული იყო მკვლევარად რეგენსბურგის უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც მუშაობდა ერის თვითგამორკვევის უფლების საკითხზე, რომელიც გამოქვეყნდა მონოგრაფიის სახით 2012 წელს. 2013 წელს მიწვეული იყო მაქს პლანკის შედარებითი საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის კვლევით ინსტიტუტში მკვლევარად. 2014-2015 წლებში მიწვეულ იყო ბასკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ესპანეთი) მკვლევარად.  2016 წელს მიწვეული იქნა სალერნოს უნივერსიტეტში (იტალია) საერთო სამართლის  სადოქტორო პროგრამის კოორდინატორად.

 

  • სულ გამოქვეყნებული აქვს 22 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო;
  • 6 საკონფერენციო მოხსენება (4 საერთაშორისო);
  • განხორციელებული აქვს 5 სამეცნიერო გრანტის სახის კვლევა;
  • მიღებული აქვს 15 საერთაშორისო სტიპენდია (7 სასწავლო და 5 სამეცნიერო);
  • მონაწილეობა აქვს მიღებული 17 პროგრამაში (14 საერთაშორისო)
  • ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ ენებს სრულყოფილად; გერმანულ და პორტუგალიურ ენებს – საშუალო დონეზე.

    მარიამ ჯიქიას სამეცნიერო ნაშრომთა სია

    პუბლიკაციები:

    1. დისრკიმინაციის აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის მიხედვით, სტატიათა კრებული „ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები“ (რედ. კონსტანტინე კორკელია), 2016
    2. ინდივიდის სამართლსუბიექტობის საკითხი თანამედროვე საერთაშორისო სამართალში, ჟ. „მართლმსაჯულება და კანონი“, N2/3 (45/46), 2015, გვ. 76-84
    3. Legal and Political Aspects of Constitutional Changes in Georgia, International peer-reviewed journal of Constitutional Law, Istanbul, Turkey, Volume 4, 2015
    4. ევროკავშირის საგადასადახო სამართალი და ვიშეგრადის ქვეყნების საგადასახადო პოლიტიკა, სახელმძღვანელო, 2014
    5. საარჩევნო სისტემების შედარებითი ანალიზი, ჟ. ,,მართლმსაჯულება და კანონი“, N2 (41), 2014, გვ. 43-51
    6. ადამიანის უფლებათა დაცვის აფრიკული სისტემა, ჟ. ,,მართლმსაჯულება და კანონი“, N1 (36), 2013, გვ. 55-60
    7. Right to Self-determination vs. Territorial Integrity, მონოგრაფია (140 გვერდი), 2011
    8. ინდივიდის სამართლებრივი სტატუსი თანამედროვე საერთაშორისო სამართალში, მონოგრაფია (170 გვერდი), 2011
    9. ადამიანის უფლებათა დაცვის ამერიკის სახელმწიფოთაშორისი სისტემა, ჟ. ,,მართლმსაჯულება და კანონი“, N2 (25), 2010, გვ. 40-46
    10. ბავშვთა უფლებების დაცვა ჟენევის კონვენციების მიხედვით, ჟ. ,,მართლმსაჯულება და კანონი“, N1(24), 2010, გვ. 140-151
    11. სამედიცინო პერსონალის დაცვა ჟენევის კონვენციების მიხედვით, ჟ.,,მართლმსაჯულება და კანონი“, N2 (21), 2009, გვ. 125-131
    12. ინდივიდუალური განაცხადების როლი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში, სამეცნიერო შრომათა კრებული, 2008, გვ. 336-337
    13. ინდივიდუალური პეტიციები საერთაშორისო სასამართლო დაწესებულებებში, საერთაშორისო კონფერენციის კრებული, 2008, გვ. 117-134
    14. ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რუანდის ტრიბუნალის მიხედვით, ჟ. „კულტურათაშორისი კომუნიკაციები“, N5, 2008, გვ. 128-133
    15. საერთაშორისო არასასამართლო დაწესებულებათა როლი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, ჟ. „მართლმსაჯულება და კანონი“, N4 (19), 2008, გვ. 44-53
    16. ინდივიდუალური განაცხადები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ჟ. „მართლმსაჯულება და კანონი“, N3 (18), 2008, გვ. 40-50
    17. ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი რომის სტატუტის მიხედვით, ჟ. „მართლმსაჯულება“, N3, 2008, გვ. 90-104
    18. განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი პირები ჰუმანიტარულ სამართალში, ჟ. „მართლმსაჯულება“, N3, 2007, გვ. 172-190

     

ასოცირებული პროფესორის გოჩა ოჩიგავას სამუშაო ვიზიტი ჩეხეთსა და გერმანიაში

 

2017 წლის 13 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, გოჩა ოჩიგავა მორიგი საქმიანი (ერთკვირიანი) ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკასა და გერმანიაში გაემგზავრა. ბატონი გოჩა შეხვდა პრაღის სახელმწიფო-სამეფო უნივერსიტეტისა და დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს, პროფესორ – მასწავლბებლებს და მიიღო უახლესი ინფორმაცია ახალი საგანმანათლებლო – გაცვლითი პროგრამებისა და სტუდენტთა შეფასების ევროპული სისტემის მუშაობის შესახებ.

საინტერესო შეხვედრა შედგა უცხო ენებისა და პროფესიული სწავლების ინტერკულტურული ცენტრის ხელმძღვანელობასთან (ფრანკფურტი) და გაიმართა მოლაპარაკება აღნიშნულ ინსტიტუტსა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის უთიერთანამშრომლობის შესახებ, რაც, პირველ რიგში, ჩვენი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას იძლევა.