დებულება

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დებულება

 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

 სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის

დებულება

 

 

 

სარჩევი

 

თავი I

ზოგადი დებულებანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

4

მუხლი 1

დებულების რეგულირების სფერო  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

4

მუხლი 2

ფაკულტეტის სტატუსი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

4

მუხლი 3

ფაკულტეტის უფლებამოსილება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

4

თავი II

ფაკულტეტის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

5

მუხლი 4

ფაკულტეტის მიზნები და ამოცანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

5

მუხლი 5

ფაკულტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები . . . . . . . . . . . . . . . . . .

5

თავი III

ფაკულტეტის სტრუქტურა        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

6

მუხლი 6

ფაკულტეტის სტრუქტურა        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

6

მუხლი 7

ფაკულტეტის მართვის ორგანოები (მმართველი სუბიექტები) . . . . . . . . . . . . . . . . .

6

მუხლი 8

ფაკულტეტის საბჭო  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

6

მუხლი 9

ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

7

მუხლი 10

ფაკულტეტის დეკანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

8

მუხლი 11

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

9

მუხლი 12

ფაკულტეტის სათათბირო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

10

მუხლი 13

ფაკულტეტის მენეჯერი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

11

მუხლი 14

მზრუნველთა საბჭო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

11

თავი IV

ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

12

მუხლი 15

ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მიზანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

12

მუხლი 16

სადისერტაციო საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

12

თავი V

ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები . . . . . . . . . . . .

12

მუხლი 17

ფაკულტეტის  სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულები . . . . . . . . . . . . . . .

12

მუხლი 18

აკადემიური დეპარტამენტი და მისი სტატუსი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

13

მუხლი 19

აკადემიური დეპარტამენტის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

13

მუხლი 20

სამეცნიერო-კვლევითი (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია,  პროგრამული მიმართულება,  ცენტრი და სხვა)  ერთეულები . . . . . . . . . . . . . . . . . .

14

თავი VI

ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები      . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

15

მუხლი 21

ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

15

მუხლი 22

ფაკულტეტის კომისიები და კოლეგიები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

16

თავი VII

ფაკულტეტის პერსონალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

17

მუხლი 23

პერსონალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

17

მუხლი 24

აკადემიური პერსონალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

17

მუხლი 25

აკადემიური თანამდებობის დაკავება. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

18

მუხლი 26

ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

18

თავი VIII

სტუდენტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

19

მუხლი 27

სტუდენტის სტატუსის მოპოვება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

19

მუხლი 28

სტუდენტის უფლებები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

19

მუხლი 29

სტუდენტის ვალდებულებები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

20

მუხლი 30

სტუდენტური თვითმმართველობა  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

21

თავი IX

ფაკულტეტის ბიუჯეტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

21

მუხლი 31

ფაკულტეტის შემოსავლები  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

21

მუხლი 32

ფაკულტეტის ბიუჯეტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

21

თავი X

დასკვნითი და გარდამავალი დებულებანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

22

მუხლი 33

ფაკულტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

22

მუხლი 34

ფაკულტეტის დებულებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი .    . . .

22

მუხლი 35

გარდამავალი დებულებები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

22

 თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (შემდგომში „უნივერსიტეტი“) სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის (შემდგომში „ფაკულტეტი“) დებულება (შემდგომში „დებულება“) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების საფუძველზე, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი განსაზღვრავს მიზნებსა და ამოცანებს, ფაკულტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მართვის ორგანოებისა და პერსონალის დანიშვნისა და არჩევის წესს, მათ უფლება-მოვალეობებს, ფაკულტეტის მართვის პრინციპებს, ასევე ფაკულტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

 

მუხლი 2. ფაკულტეტის სტატუსი

  1. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის პირობებში შეიმუშავებს და ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს სამართალმცოდნეობა (ბაკალავრიატი), სამართალი (მაგისტატურა), კრიმინალისტიკა (პროფესიული), საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, ბაკალავრიატი (რუსულენოვანი)), სოციალური მეცნიერებები (დოქტორანტურა).
  2. ფაკულტეტს აქვს ბეჭედი ფაკულტეტის სახელწოდებით, აგრეთვე შესაბამისი ბლანკები და შტამპი;
  3. ფაკულტეტის სრული სახელწოდებაა: სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი; ინგლისურად – Law and International Relations Faculty;

 

მუხლი 3. ფაკულტეტის უფლებამოსილება

  1. ფაკულტეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებითა და დებულებით.
  2. ფაკულტეტი დამოუკიდებელია მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად გადაწყვეტილებათა მიღებასა და მოქმედებათა განხორციელებაში.

 

თავი II

ფაკულტეტის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

 

მუხლი 4. ფაკულტეტის მიზნები და ამოცანები

  1. ფაკულტეტის ძირითადი მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება;
  2. ფაკულტეტის ძირითადი ამოცანებია:

ა) პრაქტიკული ხასიათის საქმიანობაზე ორიენტირებული აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირების - ბაკალავრებისა და პროფესიული განათლების მქონე პირების - სპეციალისტების მომზადება;

ბ) პრაქტიკულ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე ორიენტირებული აკადემიური უმაღლესი  განათლების მქონე პირების -  მაგისტრებისა და დოქტორების მომზადება;

  1. ფაკულტეტი ვალდებულია შექმნას ოპტიმალური პირობები სწავლისა და დამოუკიდებელი კვლევისათვის, უზრუნველყოს მეცნიერების შესაბამის დარგებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა და მუდმივად იზრუნოს სასწავლო პირობების გაუმჯობესებაზე.

 

მუხლი 5. ფაკულტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

ფაკულტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიური პროგრამების განხორციელება;

ბ)  პროფესიული განათლების პროგრამების განხორციელება;

გ) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმართვა;

დ) საექსპერტო და საკონსულტაციო საქმიანობა.

 

 

თავი III

ფაკულტეტის სტრუქტურა

 

მუხლი 6. ფაკულტეტის სტრუქტურა

  1. ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის მართვის ორგანოები, სასწავლო (აკადემიური დეპარტამენტი, კათედრა, კოლეჯი და სხვა), სამეცნიერო-კვლევითი (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები (ბიბლიოთეკა);
  2. ფაკულტეტზე აგრეთვე არის ფაკულტეტის სათათბირო და მენეჯერის თანამდებობა;
  3. ფაკულტეტის საბჭოს წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, ფაკულტეტზე შეიძლება შეიქმნას მზრუნველთა საბჭო;
  4. მზრუნველთა საბჭოს შემადგენლობას ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო;
  5. ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას, ასევე, ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი).

 

მუხლი 7. ფაკულტეტის მართვის ორგანოები (მმართველი სუბიექტები)

  1. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური;
  2. ფაკულტეტის არჩევითი მმართველი სუბიექტების – დეკანისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა ხდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულებით (შემდგომში – „არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულება“) დადგენილი წესით.

 

 

მუხლი 8. ფაკულტეტის საბჭო

  1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები;
  2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა უნდა იყოს საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3, დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ;
  3. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი;
  4. ფაკულტეტის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, კი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
  5. ფაკულტეტის საბჭო პირველი შეკრებისთანავე ცნობს თავისი წევრების უფლებამოსილებას;
  6. ახლადარჩეული აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა თვითმმართველობის მიერ ფაკულტეტის საბჭოში ახლადარჩეული წარმომადგენლების უფლებამოსილების ცნობა ხდება ფაკულტეტის საბჭოს უახლოეს სხდომაზე;
  7. დეკანის არყოფნის შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭოს მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ს ან დეკანის მოადგილეს.

 

მუხლი 9. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება

 ფაკულტეტის საბჭო:

ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;

ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;

გ) დეკანის წარდგინებით  შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურას, დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს);

ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს;

ვ)   ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ზ) ქმნის ფაკულტეტის ეთიკის მუდმივმოქმედ კომისიას და ამტკიცებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

თ)ახორციელებს ფაკულტეტის სტუდენტის მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებას;

ი) ქმნის ფაკულტეტის მუდმივმოქმედ და დროებით კომისიებს, მათ შორის სწავლულ ექსპერტთა დარგობრივ კომისიებს;

კ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის  უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს, ხოლო სხდომას თავმჯდომარეობს საბჭოს დამსწრე უხუცესი წევრი;

ლ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ღია კენჭისყრით, საბჭოს უხუცესი წევრის თავმჯდომარეობით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;

მ) აკადემიური პერსონალიდან ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრებს ფაკულტეტისათვის განსაზღვრული კვოტის ფარგლებში. შესაბამისი არჩევნები ტარდება არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით დადგენილი წესით;

ნ) იღებს გადაწყვეტილებებს საკუთარი ფუნქციების ფაკულტეტის სათათბიროზე დელეგირების შესახებ, გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით პირდაპირ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, დებულებით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და ფაკულტეტის საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 მუხლი 10. ფაკულტეტის დეკანი

  1. ფაკულტეტის დეკანს თანამდებობაზე ირჩევს ფაკულტეტის საბჭო;
  2. დეკანი აირჩევა ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ;
  3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების ჩატარების წესი განისაზღვრება არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით;
  4. დეკანად შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
  5. ფაკულტეტის დეკანი:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტურად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის), ფაკულტეტის საბჭოს და სათათბიროს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

ზ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად, პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;

თ) მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში  წარმოადგენს ფაკულტეტს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ი)მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში  დებს ხელშეკრულებებს და მემორანდუმებს ფაკულტეტის სახელით;

კ) ახორციელებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;

  1. ფაკულტეტის დეკანს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი, დეკანის წარდგინების საფუძველზე, დეკანის უფლებამოსილების ვადით. დეკანის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო ნუსხის შესაბამისად;
  2. დეკანის მოადგილის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება დეკანის ბრძანებით, თუ მოქმედი კანონმდებლობით ან უნივერსიტეტის წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი;
  3. დეკანის არყოფნის შემთხვევაში დეკანის მოვალეობას ასრულებს დეკანის მოადგილე.

 

მუხლი 11. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

  1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდებისა და დებულების შესაბამისად;
  2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ;
  3. 3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრთა რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით განსაზღვრავს ფაკულტეტის სათათბირო;
  4. 4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:

ა) სისტემატურად აფასებს ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის მიმდინარეობას, აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხს;

ბ) ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების შესაბამის სამსახურებთან, ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების მეთოდოლოგიის სრულყოფის მიზნით;

გ) უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, ადგენს ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის შეფასების გამჭვირვალე კრიტერიუმებს;

დ) აღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე ახდენს სასწავლო და სამეცნიერო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას;

ე)უზრუნველყოფს ფაკულტეტის თვითშეფასებას, ავტორიზაციისა და  აკრედიტაციის პროცესისათვის;

ვ) რეგულარულად (სემესტრში ერთხელ) აცნობს თავისი მუშაობის შედეგებს ფაკულტეტის სათათბიროს და საბჭოს;

ზ) განიხილავს სასწავლო პროგრამების კურიკულუმებს, მოდულებისა და სასწავლო კურსების სილაბუსებს და იძლევა რეკომენდაციებს მათი სრულყოფისათვის;

თ) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

  1. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ფაკულტეტის საბჭო ნიშნავს მოვალეობის შემსრულებელს და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ნიშნავს არჩევნებს.

 

მუხლი 12. ფაკულტეტის სათათბირო

  1. ფაკულტეტის სათათბიროში შედის: დეკანი (თავმჯდომარე), მისი მოადგილე, მენეჯერი, ფაკულტეტის ორგანიზაციული ერთეულების ხელმძღვანელები, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში ფაკულტეტის კვოტით არჩეული წარმომადგენლები;
  2. ფაკულტეტის სათათბირო:

ა) დებულების მე-9 მუხლის “ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასრულებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ დელეგირებულ სხვა ნებისმიერ ფუნქციას;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე ამზადებს საკითხებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს ფაკულტეტის საბჭოზე წარსადგენად (განსახილველად).

 

 

მუხლი 13. ფაკულტეტის მენეჯერი

  1. მენეჯერი განეკუთვნება დამხმარე თანამდებობას, რომლის უფლებამოსილებებიც განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტითა და დებულებით;
  2. ფაკულტეტის მენეჯერს ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი;
  3. მენეჯერი:

ა) ახდენს შრომის ბაზრის მარკეტინგულ და პროგნოზულ-ანალიტიკურ კვლევას, რის საფუძველზეც ადგენს საგანმანათლებლო პროგრამებისადმი წარდგენილ მოთხოვნათა ნუსხას საზოგადოების თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით;

ბ)ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ფინანსურ და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის ზედამხედველობას;

გ)ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესრულების მიზნით, ადგენს ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის ყოველწლიურ გეგმას და პასუხისმგებელია მისი შესრულების მიზნობრიობასა და ეფექტურობაზე;

დ) დეკანთან და სათათბიროსთან ერთად ადგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს და განსაზღვრისათვის წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს;

ე) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის შესრულებაზე;

ვ) კოორდინაციას უწევს სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის, სტაჟირებისა და მათი შემდგომი დასაქმების პროცესს;

ზ) ახორციელებს დებულებით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

  1. 4. მენეჯერი ანგარიშვალდებულია რექტორისა და ფაკულტეტის საბჭოს წინაშე.

 

მუხლი 14. მზრუნველთა საბჭო

  1. ფაკულტეტის საბჭოს წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, ფაკულტეტზე შეიძლება შეიქმნას მუხლი 13
  2. მზრუნველთა საბჭოს შემადგენლობას ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
  3. მზრუნველთა საბჭოს მისიაა:

ა) სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებათა  ცოდნის, აკადემიური და ინტელექტუალური პროცესების არსისა და პრობლემური სიტუაციების სპეციფიკის გაცნობიერების, გადაწყვეტილებების უახლესი ინფორმაციის გათვალისწინებით მიღების საფუძველზე ფაკულტეტის განვითარებაში წვლილის შეტანა, თანამშრომლობა, საქველმოქმედო შენატანების მოზიდვა, მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევებით მისი გაძლიერებისათვის ხელშეწყობა;

ბ) თანამშრომლობა ფაკულტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების აკადემიური ხარისხის ამაღლებისა და ფუნქციონირების აქტუალიზებაში.

 

თავი IV

ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო

 

მუხლი 15. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მიზანი

ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო.

 

მუხლი 16. სადისერტაციო საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა

  1. სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან;
  2. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისა და სადისერტაციო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს დებულებით, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო;
  3. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის შუამდგომლობით, შესაძლებელია სადისერტაციო საბჭოში მოწვეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც არ არის უნივერსიტეტის თანამშრომელი და ფაკულტეტის რომელიმე სადოქტორო პროგრამის შესაბამისი მეცნიერების დარგში უკანასკნელ 5 წელიწადში გამოქვეყნებული აქვს არანაკლებ 3 შრომისა.

 

თავი V.

ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები

 

მუხლი 17. ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები

  1. სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო კვლევების კოორდინირებულად წარმართვის მიზნით, ფაკულტეტზე იქმნება სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულები;
  2. ფაკულტეტის სასწავლო ერთეულებია:

 

ა) სოციალური მეცნიერებების დეპარტამენტი #701;

ბ) სამართლის დეპარტამენტი #704 ;

 

  1. ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებია:

ა) სამართლის კლინიკა;

ბ) კრიმინალისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია;

გ) საჯარო სამართლის ლაბორატორია;

დ) ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ხელოვნების ლაბორატორია

 

 მუხლი 18.  აკადემიური დეპარტამენტი და მისი სტატუსი

  1. აკადემიური დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი) წარმოადგენს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზაციულ ერთეულს, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ფარგლებში უზრუნველყოფს სასწავლო-მეთოდურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;

2.დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის წესდებით, ფაკულტეტის დებულებითა და უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

 

მუხლი 19.  დეპარტამენტის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

  1. დეპარტამენტი:

ა) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამებით დეპარტამენტისათვის განსაზღვრულ საგნებში სილაბუსისა და განრიგის შესაბამისად მეცადინეობების ჩატარებას;

ბ) ქმნის ან/და მონაწილეობს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაში და არსებული პროგრამების მოდიფიცირებაში;

გ) ახორციელებს სასწავლო პროცესის მეთოდურ უზრუნველყოფას (სახელმძღვანელოების და სხვა სასწავლო-მეთოდური მასალის მომზადება), ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას;

დ) ახდენს დეპარტამენტის აკადემიური დატვირთვის განაწილებას და ადმინისტრირებას;

ე) დეკანის წინაშე ინიცირებას უკეთებს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების (მოწვეული პროფესორი ან/და მოწვეული მასწავლებელი) მოწვევას სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით, ვაკანტური აკადემიური დატვირთვის არსებობის შემთხვევაში;

ვ) უზრუნველყოფს სწავლების არსებული მეთოდების ეფექტურად გამოყენების გზით სწავლის ხარისხის ამაღლებას, სწავლების ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, სასწავლო პროცესის სრულყოფას;

ზ) ორგანიზაციას უწევს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;

თ) ახორციელებს მაგისტრანტების და დოქტორანტების თემებით და ხელმძღვანელებით უზრუნველყოფას;

ი) ხელს უწყობს სასწავლო-პედაგოგიური კადრების მომზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას;

კ) დეპარტამენტის პროფილის შესაბამისად ამყარებს შემოქმედებით კავშირებს და თანამშრომლობს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებთან და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან;

ლ) ფაკულტეტის შესაბამისი დამხმარე სასწავლო-სამეცნიერო ერთეულის – ლაბორატორიის ბაზაზე ახორციელებს და კოორდინაციას უწევს  სამეცნიერო კვლევებს, ატარებს სამეცნიერო-მეთოდურ სემინარებს, იძლევა საექსპერტო დასკვნებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებსა და პროექტებზე;

მ) ახორციელებს სამაგისტრო საკვალიფიკაციო და სადოქტორო სადისერტაციო  ნაშრომების რეცენზირებას;

ნ) საკუთარი პროფილის შესაბამისად თანამშრომლობს საწარმოებთან და ორგანიზაციებთან და ხელს უწყობს კურსდამთავრებულთა შრომით დასაქმებას;

ო) კოორდინაციას უწევს ფაკულტეტზე არსებული თვითდაფინანსებაზე მყოფი შესაბამისი პროფილის სამეცნიერო ცენტრების საქმიანობას;

პ) ახორციელებს სტუდენტთა შეფასების უწყისების რეგისტრაციას და დეკანატში გადაცემას.

  1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომლის თანამდებობაზე არჩევა ხორციელდება აკადემიური დეპარტამენტის დებულების თანახმად;
  2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის, ფაკულტეტის საბჭოს/სათათბიროს და დეკანის წინაშე.

მუხლი 20. სამეცნიერო-კვლევითი  ერთეული (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია,  პროგრამული მიმართულება, ცენტრი და სხვა)

  1. სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, პროგრამული მიმართულება, ცენტრი და სხვა) ფაკულტეტში  შემავალი ორგანიზაციული ერთეულია;
  2. სამეცნიერო-კვლევითი ერთეული საქმიანობას წარმართავს შესაბამისი დებულებით;
  3. 3. სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით.

თავი VI

ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები

 

მუხლი 21.  ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები

  1. ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და მმართველი ორგანოების, ფაკულტეტის საბჭოს, სათათბიროსა და დეკანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეიმუშავებენ შესაბამისი სფეროს განვითარების წინადადებებს და განსახილველად წარუდგენენ ფაკულტეტის დეკანს.
  2. ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია:

ა) დეკანის აპარატი;

ბ) სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია;

გ)  კომპიუტერული ცენტრი.

3. დეკანის აპარატი უზრუნველყოფს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესის სრულყოფილ და ოპერატიულად წარმართვას. იგი შედგება შემდეგი დამხმარე პერსონალისაგან: საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, სასწავლო პროცესების მართვის განყ-ის უფროსი, ინფორმციული ტექნოლოგიების  და ქსელის მართვის განყ-ის უფროსი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი და არქივარიუსი.

  1. ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია (შემდგომში ლაბორატორია) მოიცავს ფაკულტეტზე არსებულ მატერიალურ და ტექნიკურ ბაზებს, სადაც ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე სამეცნიერო მიმართულებით ხორციელდება: სასწავლო ლაბორატორიული, სამეცნიერო, საინოვაციო, საპროექტო, საცდელ-საკონსტრუქტორო, საექსპერტო, დიაგნოსტიკური და საკონსულტაციო საქმიანობა;
  2. ლაბორატორია ხელს უწყობს სასწავლო და სამეცნირო კვლევით საქმიანობაში ჩართულ, ფაკულტეტის კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას, მის ეფექტურ გამოყენებას, პერსონალის პროფესიული დონის ამაღლებას, სტუდენტების ჩართვას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, ტექნოპარკების ფუნქციონირებას, ასევე სამეცნიერო ცენტრების საქმიანობას;
  3. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს უფროსი, რომლის  თანამდებობაზე დანიშვნა/არჩევა ხორციელდება უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით;
  4. ლაბორატორიის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და ფაკულტეტის საბჭოს წინაშე;
  5. ლაბორატორიის უფროსის ფუნქციებია:

ა) ხელი შეუწყოს ფაკულტეტზე არსებულ, უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის განკუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ხელსაწყო-დანადგარები და ა.შ.) მოვლა-პატრონობას, მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებასა და შემდგომ სრულყოფა-განახლებას;

ბ) შესაბამის აკადემიურ დეპარტამენტთან ერთად კოორდინაცია გაუწიოს და ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და პერსონალის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეუფერხებელ განხორციელებას ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზებზე;

გ) კოორდინაცია გაუწიოს უფროსი ლაბორანტებისა და ლაბორანტებისადმი გათვალისწინებულ ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას და მისცეს მათ საქმიანობას კვალიფიციური შეფასება;

დ) უზრუნველყოს სასწავლო განრიგით გათვალისწინებული ლაბორატორიული სამუშაოების შესაბამის დონეზე ჩატარება;

ე) ხელი შეუწყოს უფროსი ლაბორანტებისა და ლაბორანტების პროფესიულ სრულყოფას;

  1. ლაბორატორიულ პერსონალს მიეკუთვნება უფროსი ლაბორანტი და ლაბორანტი, რომლებიც ექვემდებარებიან ფაკულტეტის ლაბორატორიის უფროსს.
  2. 10. ფაკულტეტის კომპიუტერული ცენტრი (შემდგომში ცენტრი):

ა) აწარმოებს ფაკულტეტზე არსებული კომპიუტერული ტექნიკის აღრიცხვას და უზრუნველყოფს მათ გამართულობას;

ბ) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე არსებული კომპიუტერების უნივერსიტეტის ინტერნეტის ქსელში ჩართვას;

გ) მჭიდროდ თანამშრომლობს ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევით ერთეულებთან და უზრუნველყოფს მათი თანამშრომლების კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით სარგებლობას;

დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, აწყობს კურსებს სტუდენტთათვის და  ფაკულტეტის თანამშრომელთათვის.

  1. 11. ცენტრს გააჩნია კომპიუტერული აუდიტორია, სადაც შესაძლებელია სასწავლო პროცესში სიმულაციური პროგრამებით გათვალისწინებული ლაბორატორიული სამუშაოების წარმართვა;
  2. 12. ცენტრს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია ცენტრის გამართულ მუშაობაზე. ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა/გათავისუფლება ხორციელდება უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

 

მუხლი 22. ფაკულტეტის კომისიები და კოლეგიები

  1. ფაკულტეტზე უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით იქმნება:

ა) ფაკულტეტის ეთიკის კომისია; 

ბ) სარედაქციო-საგამომცემლო სწავლულ ექსპერტთა დარგობრივი კომისია;

გ)  ბაკალავრიატის, დიპლომირებული სპეციალისტისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის მინიჭების (საკვალიფიკაციო) კომისია;

დ) მაგისტრატურის საგამოცდო კომისიები;

ე) დოქტორანტურის სადისერტაციო კოლეგიები.

  1. ფაკულტეტის ეთიკის კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით;
  2. ფაკულტეტის სარედაქციო-საგამომცემლო სწავლულ ექსპერტთა დარგობრივი კომისიის საქმიანობის წესსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს დებულება;
  3. ბაკალავრიატის, დიპლომირებული სპეციალისტისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის მინიჭების (საკვალიფიკაციო) კომისია იქმნება საფაკულტეტო ბრძანებით, მაგისტრატურის საგამოცდო კომისიები ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით - რექტორის ბრძანებით, ხოლო დოქტორანტურის სადისერტაციო კოლეგიები კი - სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე რექტორის ბრძანებით. მათი საქმიანობის წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

 

 

თავი VII

ფაკულტეტის პერსონალი

მუხლი 23. პერსონალი

ფაკულტეტზე არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები.

 

მუხლი 24. აკადემიური პერსონალი

  1. ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისა და ასისტენტებისაგან, რომლებიც თანამდებობაზე აირჩევიან კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება: პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი, რომლებიც მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს;
  3. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში;
  4. აკადემიური პერსონალის უფლებები და ვალდებულებები დადგენილია საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით.
  5. ასისტენტი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით;

 

მუხლი 25. აკადემიური თანამდებობის დაკავება

  1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს;
  2. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით;
  3. აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს, აგრეთვე აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი).

 

მუხლი 26. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი

  1. ფაკულტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: ფაკულტეტის დეკანი, მისი მოადგილე და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი;
  2. ფაკულტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე 65 წელს მიღწეული პირი შეიძლება არჩეული ან დანიშნული იქნეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეკომენდაციით;
  3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე;
  4. ფაკულტეტზე შესაძლებელია („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე) მოწვეულ იქნეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით;
  5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება დებულების VI თავით და უნივერსიტეტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ფაკულტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პერსონალი;
  6. ფაკულტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის და დამხმარე პერსონალის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლები დადგენილია საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით.

 

თავი VIII

 სტუდენტი

მუხლი 27. სტუდენტის სტატუსის მოპოვება

ფაკულტეტის სტუდენტი არის საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებისა და სამართლებრივი აქტების შესაბამისად ფაკულტეტზე ჩარიცხული პირი.

 

მუხლი 28. სტუდენტის უფლებები

  1. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევებში;

გ) შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;

ე) აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და უნივერსიტეტის  წესდების შესაბამისად;

ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოახდინოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ამ დაწესებულებაში გადატანა;

ი) მიიღოს სტიპენდია, ფინანსური და მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;

კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;

ლ) პერიოდული მონაწილეობა მიიღოს აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასების პროცესში;

მ) უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით გადავიდეს  ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ნ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის შემუშავებაში;

ო) საჭიროებისამებრ აიღოს აკადემიური შვებულება;

პ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (შეზღუდული შესაძლებლობების) მქონე სტუდენტებმა სრულფასოვანი განათლების აუცილებელი პირობების შესაქმნელად მიიღონ სხვადასხვა სახის შეღავათები;

ჟ) განახორციელოს უნივერსიტეტის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი;

  1. დოქტორანტი შეიძლება არჩეულ იქნეს ასისტენტის თანამდებობაზე. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნებში იგი მონაწილეობს, როგორც სტუდენტი;
  2. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი, დაიცვას სხვისი უსაფრთხოება;
  3. ადმინისტრაციის მხრიდან დაუშვებელია საკუთარი უფლებამოსილების და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარი გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება;
  4. სტუდენტთა ქცევის, ასევე მის მიმართ დისციპლინური წარმოების წესები, განსაზღვრულია უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით;
  5. სტუდენტი უფლებამოსილია სასამართლოში გაასაჩივროს უნივერსიტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება;
  6. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას, ასევე უნივერსიტეტის წესდებითა და ეთიკის კოდექსითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

მუხლი 29. სტუდენტის ვალდებულებები

სტუდენტი ვალდებულია:

ა) ისწავლოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლაც სავალდებულოა;

ბ) დაიცვას უნივერსიტეტის წესდება, შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი და უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტები;

გ)  ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები;

დ) გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.

 

მუხლი 30. სტუდენტური თვითმმართველობა

  1. ფაკულტეტზე ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაერთიანებულია უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში;
  2. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის სტუდენტთა უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც წარმოადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ფაკულტეტების მიხედვით არჩეულ სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობას;
  3. სტუდენტური თვითმმართველობა საქმიანობას წარმართავს ზემოაღნიშნული კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და თავისი დებულების მიხედვით;
  4. 4. ფაკულტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

 

თავი IX

ფაკულტეტის ბიუჯეტი

 

მუხლი 31. ფაკულტეტის შემოსავლები

  1. ფაკულტეტის ბიუჯეტს შეადგენს ფაკულტეტის მიერ მოზიდული შემოსავლები პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებიდან, ასევე ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რომელიც მოზიდულია ფაკულტეტის მიერ და არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით, სტუ-ის წესდებით და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტებით;
  2. 2. ფაკულტეტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით და დებულებით დადგენილი წესით გადაწყვიტოს ფაკულტეტის მიერ მოზიდული ფინანსების განკარგვასთან და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხები.

მუხლი 32. ფაკულტეტის ბიუჯეტი

  1. ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს დეკანთან შეთანხმებით ადგენს მენეჯერი, რომელსაც განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს;
  2. 2. ფაკულტეტის საბჭოს მიერ განსაზღვრული ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტი გადაეცემა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;
  3. 3. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) ფაკულტეტის ბიუჯეტს ჩართავს ერთიან ბიუჯეტში და აკადემიური საბჭოს თანხმობით წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) დასამტკიცებლად, თუ ფაკულტეტის ბიუჯეტის განაწილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და უნივერსიტეტის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს;
  4. 4. ფაკულტეტის ბიუჯეტს, როგორც უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის ნაწილს, ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი). წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) უფლება არა აქვს ფაკულტეტთან შეთანხმების გარეშე ცვლილება შეიტანოს ფაკულტეტის ბიუჯეტში.

 

 თავი X

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 33. ფაკულტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ფაკულტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 34. დებულებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ფაკულტეტის დებულების შემუშავებისა და დამტკიცების წესის ანალოგიურად.

 

მუხლი 35. გარდამავალი დებულებები

  1. იმ პირებისათვის, რომლებიც 2011 წლამდე ჩაირიცხნენ დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე, ფაკულტეტი ახორციელებს მილევად რეჟიმში პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას და შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად ამ პირებზე უზრუნველყოფს დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის გაცემას.