დეპარტამენტები

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აკადემიური დეპარტამენტები წარმოადგენენ ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზაციულ ერთეულს, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში უზრუნველყოფს სასწავლო-მეთოდურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ორი დეპარტამენტი, ესენია: სამართლის დეპარტამენტი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი.

სამართლის დეპარტამენტს ჩამოყალიბების საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და შექმნის დღიდან ხელმძღვანელობდნენ სამართლის სფეროში გამოჩენილი მეცნიერები და პროფესორები. დეპარტამენტის ბოლო ხელმძღვანელი ფაკულტეტის ახლანდელი დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია გახლდათ. დეპარტამენტში ფუნქციონირებს ორი კვლევით ინსტიტუტი (კომერციული და კერძო სამართლის ინსტიტუტი, პოლიტიკისა და სამართლის ინსტიტუტი.),  ორი ლაბორატორია (კრიმინალისტიკის ლაბორატორია, საჯარო სამართლის ლაბორატორია.) და სამართლის კლინიკა. კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში ხორციელდება აგრეთვე პროფესიული სწავლების ოთხ საფეხურიანი პროგრამა.

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, 2006 წლიდან პოლიტოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის, ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ბაზაზე ჩამოყალიბდა და დღეს იგი ფაკულტეტის შემადგენლობაშია, როგორც პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი იგორ კვესელავა. დეპარტამენტში მიმართულების მიხედვით ფუნქციონირებს ორი კვლევითი ინსტიტუტი - საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი და კულტუროლოგიის ინსტიტუტი. აღსანიშნავია, რომ სწორედ პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში არის რუსელოვანი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში ისე ახალგაზრდებში ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნებიდან.

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში მოღვაწეობენ ისეთი ცნობილი და ღვაწლმოსილი პროფესორები როგორებიც არიან - რეზო მიშველაძე, სოსო სიგუა, ავთანდილ სონღულაშვილი.