ლაბორატორიები

სამართლის დეპარტამენტისა და კრიმინალისტიკის ლაბორატორია

            სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული სასწავლო კრიმინალისტიკის ლაბორატორია  ღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და ემსახურება სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სწავლების პროცეს. ამავე ლაბორატორიაში ხორციელდება პროფესიული სწავლების 4 საფეხურიანი პროგრამა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კრიმინალისტიკი ლაბორატორია არის პრეცედენტი სასწავლო ბაზაზე არსებული ლაბორატორიის სახით და გარანტი იმასა, რომ ფაკულტეტი მოამზადებს და საზოგადოებას წარუდგენს პროფესიონალ კადრებს.

კრიმინალისტიკის ლაბორატორია,   ჩამოყალიბების დღიდან ხელმძღვანელობდნენ  პროფესორები ირაკლი გაბისონია და ჯემალ გახოკიძე, ხოლო პროფესორ ირაკლი გაბისონიას დეკანის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ კრიმინალისტიკის ლაბორატორიას პროფესორი ჯემალ გახოკიძე უდგას სათავეში. 

სამართლის დეპარტამენტისა და კრიმინალისტიკის ლაბორატორიის პროექტი “ქმედებიდან დანაშაულამდე”

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სამართლის დეპარტამენტი კრიმინალისტიკის ლაბორატორიასთან ერთდ ახორციელებს პროექტს "ქმედებიდან დანაშაულამდე". პროექტი წარმოადგენს მეტად საინტერესო იმიტირებულ პროცესს რომელშიც მოცულია მთელი პროცესი დანაშაულის ჩადენიდან დამნაშავის პოვნა - გასამართლებამდე. პროექტში მონაწილეობენ დეპარტამენტის ყველა მიმართულების სტუდენტები და  კრიმინალისტები, ხორციელდება ვიდეო გადაღება და თავისი არსით დასრულებული პროექტი წარმოადგენს ძალიან საინტერესო, შემეცნებით მოკლემეტრაჟიან ფილმს.

კრიმინალისტიკის ლაბორატორიამ ტექნიკური საშუალებების პრეზენტაცია მოაწყო

სამართლისა და საერთაშორსო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებულმა კრიმინოლოგიის ლაბორატორიამ, მათ ბაზაზე არსებული ტექნიკური საშუალებების პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის ტექნიკური თუ ქიმიური საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ლაბორატორიის სტუდენტები ეუფლებიან პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო  ყველა იმ სტუდენტისა და დაინტერესებული პირისათვის, რომლებიც მომავალში გეგმავენ ამ პროფესიის ათვისებას. 

კრიმინალისტიკის ლაბორატორია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ გამოფენაზე, გაიტანა კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში არსებული ტექნიკა, რომლებსაც ლაბორატორიის სტუდენტები და თანამშრომლები წარუდგენდნენ საზოგადოებას. მოქალაქეების წასახალისებლად, მსურველებს კრიმინალისტების დახმარებით შეეძლოთ საკუთარი თითის ანაბეჭდების ამოაღება სამახსოვროდ. გამოფენაზე საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა ლაბორატორიამ რაც გაზრდის დაინტერესებას ახალგაზრდებში. 

ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრის თემა ეხებოდა ქალაქში მიმდინარე აქტუალური საკითხებს - ტრანსპორტი, არქიტექტურა, მშენებლობა, ენერგეტიკა, სოციალური საკითხების სამართლებრივი რეგულირება. დედაქალაქის მერმა მოუსმინა პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების მოსაზრებებს, წინადადებებს. ასევე, უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.

მერთან შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის, სამშენებლო ფაკულტეტების წარმომადგენლები.

სტუ-ში სტუმრობისას თბილისის მერმა, დაათვალიერა კრიმინალისტიკურ ლაბორატორია და იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზი, გაეცნო სამართლის კლინიკის და უფასო იურიდიული კონსულტაციის მუშაობის სპეციფიკას.

კრიმინალისტიკის ლაბორატორიას ლიტველი სამართალმცოდნეები ეწვივნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ კრიმინალისტიკის ლაბორატორიას ეწვივნენ ლიტველი სამართალმცოდნეები. კრიმინალისტიკის ლაბორატორიის სტუდენტებმა სტუმრებს წარმოუდგინეს ქიმიური და ტექნიკური საშუალებები და ჩაატარეს პრაქტიკულ-ლაბორატორიული კვლევები. ლიტველი სტუმრები აღფრთოვანებულები დარჩნენ და ერთხმად აღნიშნეს, რომ მსგავსი ლაბორატორია უნივერსიტეტის ბაზაზე მართლაც რომ ძალია დაეხმარება სტუდენტებს შეიძინონ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევები.