2017 წლის 14 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ორგანიზებით გამართა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების, საელჩოს მრჩეველის იურიდიულ საკითხებში, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელის თბილისში მაიკლ გრანტის საჯარო ლექცია.

საუბარი შეეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხს როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამერიკაში. საელჩოს წარმომადგენელმა ისაუბრა რომ დღეისათვის ყველაზე მეტად წარმატებულად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს.  ყოველწლიურად, ნაფიც მსაჯულებს 120 ათასზე მეტ საქმეზე გამოაქვთ ვერდიქტი. ეს მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში მიმდინარე სასამართლო პროცესების 90 პროცენტს შეადგენს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ არა მარტო სისხლის სამართლის საქმეების, არამედ სამოქალაქო საქმის განხილვაშიც.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები. შეხვედრა ატარებდა ინტერაქტიულ ხასიათს.

Posted in Uncategorized.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *