პროექტები

ერთობლივი სამეცნიერო პროექტი „ლინგვოკრიმინალისტიკა“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებით დამტკიცდა სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „ლინგვოკრიმინალისტიკა“.

აღნიშნული პროექტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩაერთვებიან ორივე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც მოამზადებენ არაერთ სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც  მისცემს სტუდენტებს შესაძლებლობას გაირღმავონ თვალსაწიერი.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია გამოხატავს მზადყოფნას ითანამშრომლოს ყველა მეცნიერ-თანამშრომელთან აღნიშნული პროექტის სრულყოფილად განხორციელების მიზნით.

“მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების კვლევა და ანალიზი”

სამართლის კლინიკამ განახორციელა პროექტი "მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების კვლევა და ანალიზი", რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი კურსის (საბაკალავრო,სამაგისტრო პროგრამის) სტუდენტებისაგან შემდგარ ჯგუფებს (მინიმუმ 3 სტუდენტი თითო ჯგუფში), რომლებსაც შეუძლიათ წარმოადგინონ 2–3 გვერდიანი ნაშრომი, მათ მიერ შერჩეულ ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივაზე.

პროექტის მიზანია სტუ–ს სტუდენტებისათვის ანალიტიკური აზროვნების გამომუშავება და განვითარებაში ხელშეწყობა.

პროექტის გამარჯვებულებს გადაეცათ სერთიფიკატები და საჩუქრები. საუკეთესო ნაშრომი გამოქვეყნდება სტუ–ს ჟურნალში და სამართლის კლინიკის ვებ–გვერდზე.