სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტების კიდევ ერთი გამარჯვება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა გურამ მაღულარიამ, სანათა ჩანგელიამ და  თინათინ დადუნაშვილმა გაიმარჯვეს შეჯიბრში „იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა“, რომელიც ორგანიზებული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის მიერ.
შეჯიბრში მონაწილეობდა  საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამი სტუდენტისგან  დაკომპლექტებული ჯგუფები. თითოეულმა ჯგუფმა გაიარა გასაუბრება და საბოლოოდ  მონაწილეობისათვის შეირჩა ოცი ჯგუფი. შეჯიბრის დაწყებამდე მათ ჩაუტარდათ ტრენინგი იურიდიული დოკუმენტების შედგენაში.

შეჯიბრი შედგებოდა სამი ეტაპისაგან. ნახევარ ფინალში გავიდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები.

შეჯიბრში გაიმარჯვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდმა, მათ გადაეცათ სერტიფიკატები და წიგნის სახლის ლიგამუსის ვაუჩერები.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია ულოცავს ამ გამარჯვებას სამართლის დეპარატამენტის სტუდენტებს: გურამ მაღულარიას, თინათინ დადუნაშვილს და სანათა ჩანგელიას.  იგი მიესალმება ჩვენი  სტუდენტების მსგავს აქტიურობას და მოუწოდებს ყველას ჩაერთონ საქართველოს ტექნიკური  და სხვა უნივერსიტეტების მიერ  ორგანიზებულ პროექტებში, შეჯიბრებებში და მსგავს ღონისძიებებში, რათა გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და მოიპოვონ გამარჯვება.

Posted in Uncategorized.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *