საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა

14 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.
შეხვედრა გახსნა სტუ-ს ვიცე-რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის. ყურადღება გაამახვილა მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე, რის შემდგომაც სიტყვა გადასცა ბატონ ვიქტორ დოლიძეს.
სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა ასეთი დაინტერესებისთვის. დეტალურად მიმოიხილა უვიზო მიმოსვლის შედეგები, საზღვრის გადალახვისას შექმნილი სირთულეები და მოიშველია სტატისტიკა. ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ურთიერთობის გაძლიერებას, ახალი პროექტების შემუშავებას, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვსა და ნატოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას. ყურადღება გააამხვილა ნატოსა და ევროკავშირის სარგებლიანობაზე ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, გაიხსენა ყველა ის აქტივობა, რომელიც განახორციელეს რეგიონებში, ნატოსა და ევროკავშირის დღეები და სხვა. მადლობა გადაუხადა სტუ-ს ადმინისტრაციას მსგავსი სახის შეხვედრების ორგანიზებისათვის, ასევე სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. ისაუბრა მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე, ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორიის შექმნა ერთობ სასიხარულო ფაქტად მიიჩნია და გამოთქვა იმედი, რომ ეს დაეხმარებათ სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებაში.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სტუ-ს სპიკერი პროფესორი ჯემალ გახოკიძე, რომელმაც ისაუბრა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მიღწევებზე. გამოთქვა სურვილი აქტიური თანამშრომლობის როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, ასევე მის სსიპ-თან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია მიესალმა სტუმრებს და ისაუბრა უნივერსიტეტის მიზნებსა და პროგრამებზე. აღნიშნა რომ საქართველოს ინტეგრაციაზე დიდაა დამოკიდებული ჩვენი ახალგაზრდობის მომავალი. ყურადღება გაამახვილა იმ ევროპულ პროგრამებზე, რომელიც აქტიურად ისწავლება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
სტუმრებს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი პროფესორი იგორ კვესელავა, რომელმაც საკანონმდებლო პროცესში მეცნიერების აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.
სტუდენტებმა არაერთი შეკითხვა დაუსვეს სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორს ნინო ბოლქვაძეს, რომლებმაც ამომწურავად უპასუხეს თითოეულ მათ შეკითხვას.

Posted in Uncategorized.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *