სტუდენტების თვალით დანახული ალტერნატიული რეალობა

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია  მსოფლიო პროცესების ალტერნატიულ რეალობაზე, კერძოდ: რა მოხდებოდა რომ არ დადებულიყო გეორგიევსკის ტრაქტატი და როგორი იქნებოდა სამყარო მეორე მსოფლიო ომში გერმანიას რომ გაემარჯვა.

აღნიშნული პრეზენტაცია ორგანიზებული იყო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტის თორნიკე გვენეტაძის მიერ.

პრეზენტაციის მიზანი იყო იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც   დღემდე არსებობს. რა პროცესები უძღოდა გეორგიევსკის ტრაქტატის დადებას? რა მოლოდინი ჰქონდა ქართველ ერს,  საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იყო თუ არა გეორგიევსკის ტრაქტატი არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. სტუდენტებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და მოიყვანეს მსოფლიო ისტორიიდან კონკრეტული ფაქტები, რომლებმაც  მათი აზრით გავლენა იქონია გეორგიევსკის ტრაქტატის დადებაზე.

აგრეთვე წარმოადგინეს ალტერნატიული რეალობა , თუ “ როგორი იქნებოდა სამყარო მეორე მსოფლიო ომში გერმანიას რომ გაემარჯვა“. განიხილეს უშუალოდ ის პროცესები, რომელიც წინ უძღოდა მეორე მსოფლიო ომს, შეაფასეს  იმის ალბათობა თუ რა მოხდებოდა გერმანიას რომ  გაემარჯვა. ძალზე საინტერესო აღმოჩნდა მათი ხედვა, ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. და ბოლოს შემოგვთავაზეს  ისტორიულად  მოვლენების შესაძლო განვითარების ასპექტები.

 

 

Posted in Uncategorized.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *