სტუდენტური თვითმართველობა

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის დებულება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის უნივერსიტეტის შემადგენლობაში არსებული სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება ფაკულტეტიდან არჩეული 31 დელეგატისგან. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა მონაწილეობს ფაკულტეტის მართვა-გამგეობაში, ხელს უწყობს სტუდენტთა კულტურულ -სპორტული და სოციალური ცხოვრების განვითარებას და წარმოადგენს სტუდენტთა ინტერესებს ადმინისტრაციასთანურთიერთობაში.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტთან შეთანხმებით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს შემდეგ სფეროებში: განათლება, კულტურა, სპორტი, სოციალური საკითხები.
სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი, რომლის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს იმ მიზნით რათა დაიცვას სტუდენტთა უფლებები და აამაღლოს მათი განათლების დონე საკუთარი უფლებების ცოდნით.
სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებია:      
ა. თავისი უფლებამოსლების ფარგლებში დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტის უფლებები და კანონიერი ინტერესები, როგორც უნივერსიტეტში ისე მის ფარგლებს გარეთ.
ბ. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელი შეუწყოს სტუდენტების უფლებებსა და თავისუფლებების პრაქტიკაში რეალიზაციას.                                                                             

გ. დაეხმაროს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში, თვითრეალიზებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში.

დ.  ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ინტეგრაციას მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში და მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პროცესში სტუდენტთა მონაწილეობა.

ე. დახმარებაგაუწიოს სტუდენტებს სწავლის პერიოდში კონკურეტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

ვ. ხელი შეუწყოს სტუდენტებში სამართლებრივი თვითშეგნების დონის ამაღლებას და კანონისადმი პატივისცემას.

სტუდენტური თვითმმართველობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:

ა. იცავს და წარმოადგენს სტუდენტების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

ბ. შეიმუშავებს წინადადებას ფაკულტეტის ან უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოს, ან/და საკადემიურ საბჭოს.
გ. გეგმავს და ორგანიზებას უწევს და ახორციელებს სტუდენტთა კულტურულ საგანმანათლებლოდასვენებას, შრომით მოღვაწეობასრომლის უზრუნველსაყოფად ახორციელებს შეხვედრებს, მართავს დებატებს, დისკუსიებს, ტრენინგებს  ინტელექტუალურ თამაშებს, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურულ- სპორტულ, გასართობ და სხვა სახის ნებადართულ ღონისძიებებს.

დ. სტუდენტური თვითმმართველობის მიზნების მისაღწევად ახორციელებს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით უნივერსიტეტის წესდებითა და დებულებით

გაუთვალისწინებელ სხვა უფლებამოსილებებს,რაც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.      

სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატი,უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში (სენსტში) არის საარჩევნო დებულებით დადგენილი წესით ფაკულტეტის მიერ არჩეული სტუდენტი.

სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლად შეიძლება არჩეული იყოს მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც იმავდროულად არ იკავებს უნივერსიტეტში რაიმე ადმინისტრაციულ თანამდებობას.

 

სტუდენტური თვითმმართველობის მართვის ორგანოებია:

  • სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობა.

 

  • სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს ირჩევს, სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობა.

 

  • სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეს ფაკულტეტზე ირჩევს ფაკულტეტის საბჭო.
  • სტუდენტური თვითმმართველობის წევრი შეუძლია იყოს ფაკულტეტის ყველა საფეხურის სტუდენტი.