ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის  ასოცირებული პროფესორი მანანა დარჩაშვილი და ასისტენტ პროფესორი ემილია ალვერდოვა მიმდინარე წლის 30ივნისი-2ივლისს იმყოფებოდნენ საბერძნეთის ქალაქ პატრაში განათლების საკითხებზე გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე.

 

კონფერენცია პატრას უნივერსიტეტის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და მასპინძლობდა განათლების თემაზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ მკვლევარებს, რომელთა კონფერენციაზე მიწვევა წინასწარი კონკურსის წესით, აბსტაქტების შერჩევის საფუძველზე მოხდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ამიტომ კონფერენცია, სამი დღე, სხვადასხვა თემატურ პანელად იყო დაყოფილი.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მანანა დარჩაშვილმა და ასისტენტ პროფესორმა ემილია ალვერდოვამ პანელში – „განათლება და პოლიტიკა“ წარმოადგინეს საკითხი – „განათლების საკითხი ქართულ პოლიტიკაში (პარტიების საპროგრამო დოკუმენტების მიხედვით 2012- 2016 საარჩევნო ციკლში)“. კონფერენციის დასრულებისთანავე პატრას უნივერისიტეტის  კონფერენციის სპეციალულ ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია მომხსენებლების გამოსვლის შესახებ. ამასთან, მათ მიიღეს შემოთავაზებები არაერთი უნივერსიტეტის წარმომადგენელისგან სხვადასხვა სახის სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების, საერთშორისო კონფერენციებში მიწვევის, საერთო პროექტებში თანამშრომლობის შესახებ.

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია მიესალმება ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან საერთაშორისო კონფერენციებში, სამეცნიერო პროგრამებსა და ღონისძიებებში  მონაწილეობას.  ასევე, იმედოვნებს, რომ ფაკულტეტის  სხვა პროფესორ-მასწავლებლებიც გამოთქვამენ სურვილს და გამოიჩენენ ინიციატივას, რათა განახორციელონ მსგავსი საერთაშორისო ვიზიტები.

 

Posted in Uncategorized.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *