კვლევითი-ინსტიტუტები

ცხრილები

გალერეა

ბიბლიოთეკა

კლინიკები

ბმულები

ლაბორატორია

დეკანატი

განცხადებები

საჯარო ლექცია თემაზე – “საქართველო და უსაფრთხოება”

ხუთშაბათს, 29 ივნისს, 12 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის,შეხვედრებიის ოთახში (meeting room), სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე – „ საქართველო და უსაფრთხოება“.

ლექციას წაიკითხავს საქართველოს დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლაშა დარსალია.

შეხვედრას დაესწრებიან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პროფესორ ერმუჰამეტ ერტისბაევის საჯარო ლექცია თემაზე : „დამოუკიდებელი ყაზახეთი, ისტორია და თანამედროვეობა“.

 

 2017 წლის, 23 ივნისს, 12:00 საათზე  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზში გაიმართება  ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პროფესორ ერმუჰამეტ ერტისბაევის საჯარო ლექცია.

თემაზე :  „დამოუკიდებელი ყაზახეთი, ისტორია და თანამედროვეობა“.

ლექციის მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია ყაზახეთის რესპუბლიკის ისტორიაზე, ეკონომიკასა და პოლიტიკურ სისტემაზე. ყაზახეთი,  არის  საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორი, რომელიც განუხრელად და პრინციპულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ ორიენტაცას. საგულისხმოა,რომ ყაზახეთის რესპუბლიკას საქართველოში განხორციელებული აქვს მრავალ მილიონიანი ინვესტიციები.  დღესაც საქართველო ერთადერთი  ქვეყანაა, სადაც ყაზახეთი, მიუხედავად მსოფლიოში არსებული კრიზისებისა, ახალ სერიოზულ ინვესტიციებს გეგმავს.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართება, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტსა და ყაზახეთის საელჩოს საკონსულო დეპარტამენტს შორის  დადებული   მემორანდუმის ეგიდით, რომელსაც დაესწრებიან  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები,  პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მიწვეული სტუმრები.

საჯარო ლექცია თემაზე : ” ფემიციდი – გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა”.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკისა და გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე : ” ფემიციდი – გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა”.

საჯარო ლექცია გაიმართება 15 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა) .
მომხსენებელი: თამარ დეკანოსიძე- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი.

⚫️ფემიციდი – გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა – განსაკუთრებული სიმწვავის პრობლემად საქართველოში 2014 წლიდან გამოვლინდა.
⚫️მსოფლიოში 15-დან 44 წლამდე ქალთა გარდაცვალების/მკვლელობის ძირითადი მიზეზი ფემიციდია.
⚫️ფემიციდი გენდერული უთანასწორობის, ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილების და საზოგადოებაში ქალის დაქვემდებარებული როლის გამო ჩადენილი დანაშაულია.

საჯარო ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
👉 რა განასხვავებს ფემიციდს სხვა მკვლელობებისგან?
👉 რა ვალდებულებები ეკისრება სახელმწიფოს ფემიციდთან ეფექტურად ბრძოლისთვის?
👉 როგორ უნდა მოხდეს ფემიციდის თავიდან აცილება, გამოძიება და დასჯა?

საჯარო ლექციის ხანგრძლივობა – 1:30 საათი.

საჯარო ლექცია ინტერაქტიული ხასიათის იქნება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები.
მოხარული ვიქნებით გიმასპინძლოთ ჩვენს ღონისძიებაზე.
სამუშაო ენა: ქართული